პროგრამა ბალანსის მაღაზიის პოსს უკვე მომხმარებლის ეკრანიც დაემატა. ამგვარად, პროგრამაში სრულად დაიფარა ვაჭრობისათვის საჭირო ყველა ფუნქციონალი: მოლარის სენსორული პოსი + მომხმარებლის ეკრანი, გაყიდვების მოდული „ბექში“, რომელშიც მოლარის მიერ გატარებული ოპერაციები აისახება, ბუღალტრული ნაწილი, სადაც გაყიდვები უკვე ბუღალტრული დებეტ-კრედიტის ფორმით ფიქსირდება და მენეჯერული და ფინანსური რეპორტები, სადაც გაყიდვების ერთიანი სურათისა და ფინანსების დანახვაა შესაძლებელი.
ბალანსი არის 1C პლატფორმაზე შექმნილი თანამედროვე ქართული საბუღალტრო პროგრამა. როგორც წესი, ტრადიციული საბუღალტრო პროგრამები მხოლოდ ბურალტრულ აღრიცხვას სთავაზობენ მომხმარებელს. ბალანსის შემთხვევაში ერთიან სისტემაშია გაერთიანებული როგროც საბუღალტრო ისე საოპერაციო აღრიცხვა, ანუ ბიზნესის ყოველდღიური პროცესების დაფიქსირება არის შესაძლებელი. შესაბამისად, ბალანსის ფუნქციონალი უფრო მინი ERP სისტემას გაქვს.
„ბალანსი 5 წელია, რაც ბაზარზეა, უკვე 800-ზე მეტ კომპანიას ვუწევთ პროგრამულ უზრუნველყოფას. ჩვენი გაყიდვების ფუნქციონალით სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ სრულად აღრიცხონ ბიზნეს პროცესები. არ აქვს მნიშვნელობა საბითუმო, ქსელური თუ საცალო ვაჭრობაა. ბალანსით აღირიცხება გაყიდვების სრული ჯაჭვი - მოლარის მიერ პროდუქტის გაყიდვით დაწყებული, გაყიდვების რეპორტებით დასრულებული“, - აღნიშნავს ბალანსის განვითარების გუნდის მენეჯერი, მარიამ მამულია.
ბალანსი - საცალო და საბითუმო მაღაზიის პროგრამა
ბალანსის პოსი დაინტეგრირდება ყველა მოწყობილობასთან, რომელიც მაღაზიაში გაქვთ - სალარო აპარატთან, შტრიხკოდ სკანერთან, სასწორთან და ა.შ. აღირიცხება ლოიალობის და დაგროვებითი ბარათები. შესაძლებელია ჩეკის გადადებაც. ასევე, იმ შემთხვევაში თუ მაღაზიას რამდენიმე მოლარე ჰყავს, ფიქსირდება რომელი მოლარის მიერ გატარდა გაყიდვის ოპერაცია. ახლა უკვე, პოსს დამატებული აქვს მომხმარებლის ეკრანიც.
გაყიდვა, რომელსაც მოლარე გაატარებს, მაშინვე აისახება პროგრამის ე.წ. „ბექში“ - ანუ საოპერაციო ნაწილში, კერძოდ კი გაყიდვებისა და საწყობის მოდულებში. მენეჯერს, რომელიც გაყიდვებს აკონტროლებს, შეუძლია ერთი კლიკით დააფორმიროს გაყიდვების რეპორტი და შეამოწმოს დღიური, ან ნებისმიერი პერიოდის ნავაჭრი. ამასთან, ბუღალტერსაც პროგრამაშივე აქვს ასახული გაყიდვის ოპერაციები, აღარ ელოდება მოლარის ან გაყიდვების ოპერატორისგან ამ ინფორმაციის მიწოდებას და აღარ სჭირდება პროგრამაში ხელით შეტვირთვა.
ამასთან, ბალანსი ჰარმონიაშია საგადახადო პორტალ RS.ge-სთან: ბუღალტერს შეუძლია რამდენიმე კლიკით ატვირთოს პორტალზე შესყიდვებისა და გაყიდვების პროცესში შექმნილი ანგარიშფაქტურები და ზედნადებები და ამით დიდი დროითი რესურსი დაზოგოს.
ბალანსი - საწყობის პროგრამა
გაყიდვებში მნიშვნელოვანია მარაგების კონტროლი. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ბალანს აქვს ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია საბუღალტრო და საოპერაციო აღრიცხვა. ამ ერთიანი სისტემის ნაწილია საწყობის მოდული, რომელიც დაკავშირებულია გაყიდვებისა და შესყიდვების მოდულებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ის რაც იყიდება მაღაზიაში, ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან. ასევე, ის რაც დაფიქსირდება შესყიდვების მოდულში, ავტომატურად აღირიცხება საწყობის მარაგებში.
იმისთვის, რომ გაყიდვების პროცესი არ შეფერხდეს და მარაგები დროულად შეივსოს, საწყობის მოდულში შესაძლებელია მინიმალური ნაშთების კონტროლის გააქტიურება. ეს ნიშნავს რომ, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტის ნაშთი დადგენილ მინიმალურ ზღვარს ქვევით ჩამოვა, საწყობის რეპორტებში ასეთი პროდუქტი წითლად გამოჩნდება, რაც შევსების აუცილებლობაზე მიანიშნებს მომხმარებელს. ასევე, საბითუმო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციონალია უარყოფითი ნაშთების კონტროლი - ამ ფუნქციონალის გააქტიურების შემდეგ მაღაზიაში მოლარე-ოპერატორი პროგრამულად ვერ შეძლებს ისეთი პროდუქციის გატარებას, რაც რეალურად არ არის მაგარში.
ბალანსის მომხმარებელია „Fresh Culinair” – ეგზოტიკური და ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის მაღაზია. კომპანია ბალანსში აღრიცხავს სრულად მაღაზიასა და საწყობს, აქვს როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობა.
„ჩემთვის პროგრამა ბალანსი არის აღმოჩენა, ძალიან მარტივი და პრაქტიკულია მასთან მუშაობა. რეგულარულად ვამოწმებ პროდუქციის ნაშთებს რეპორტებით, ყოველდღიურად ლაივ რეჟიმში ვაკონტროლებ დღის ნავაჭრს, მოგება-ზარალს და ა.შ. ჩვენი მომხმარებლებისთვისაც საკმაოდ კომფორტულია როდესაც სწრაფად და შეუფერხებლად ემსახურები“ - ამბობს მაღაზიის მენეჯერი, ვახო ლაბაძე ბალანსში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ.
აღრიცხვა Cloud-ზე
ბალანსი არის პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა, რომელიც მუშაობს ქლაუდზე, თუმცა პროგრამას აქვს ლოკალური ვერსიაც და მომხმარებელი თავად ირჩევს რომელი ურჩევნია.
ქლაუდ ტექნოლოგია ნიშნავს, რომ მომხმარებელს პროგრამაზე წვდომა აქვს ყველა ნებისმიერი კომპიუტერიდან და ლოკაციაზე, სადაც არის ინტერნეტი. ეს, განსაკუთრებით კომფორტულია მაღაზიის მფლობელისთვის და მენეჯერისთვის, თუ ხშირად უწევთ ოფისს გარეთ ყოფნა და სურთ, რომ მაღაზიაში მიმდინარე პროცესების საქმის კურში იყვნენ.
ბალანსის უფასო 1C დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ბალანსის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.balance.ge. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს - 591 766 766.
(R)

























