მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროგრამირების სწავლების დაწყებას კანადასა და ყაზახეთში ვგეგმავთ“ - ქართული IT კომპანია

639c647c55be1
თინათინ ნატმელაძე
16.12.22 23:07
630
ქართული IT კომპანია „სოფტგენი“, პროგრამირების სწავლების დაწყებას კანადასა და ყაზახეთში გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა იასონ ზარქუამ Bm.ge- სთან განაცხადა „სოფტგენი“ 14 წელია ბაზარზე ოპერირებს და კომპანიებს პროგრამულ უზრუნველყოფას, ხოლო სტუდენტებს პროგრამირებას ასწავლის.

"ვთანამშრომლობთ ერთგვარ Enterprise პროგრამებთან, საფინანსო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ბანკებთან, ტექინსპექტირების ორგანიზაციებთან და სხვადასხვა კერძო პირებთან, ქართული ბაზრის გარდა ვთანამშრომლობთ უცხოურ ბაზართანაც. უკრაინაში ჩვენი ფილიალი გვაქვს და მნიშვნელოვანი პარტნიორები გვყავს დიდ ბრიტანეთშიც. ამ დროისთვის საერთო ჯამში 200 კომპანიასთან ვთანამშრომლობთ.

3 წლის წინ პროგრამირების სკოლაც გავხსენით თბილისში, ონლაინ სივრცის გააქტიურებამ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობაც მოგვცა და ახალგაზრდებს პროგრამირებას უკვე კახეთსა და გურიაშიც ვასწავლით, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალი წლიდან ჯერ სამი რეგიონის დამატებას, შემდეგ კი ყაზახეთსა და კანადაში პროგრამირების სწავლების დაწყებას ვგეგმავთ,“ - აცხადებს იასონ ზარქუა.

რაც შეეხება გამოწვევებს, ზარქუა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა, რაც კონკურენციის მხრივ საკმაოდ დიდი გამოწვევაა, მაგრამ მისი თქმით ეს თავის მხრივ პროდუქტის ხარისხის ზრდასაც ხელს უწყობს.

„IT სფეროში გამოწვევები მუდმივადაა, 2022 წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი უცხოური IT კომპანია შემოვიდა, მათთვის კონკურენციის გაწევა კი გამოწვევასთან ერთად დიდი გამოცდილებაცაა, რადგან ეს პროდუქტის ხარისხსაც აუმჯობესებს,“ - განმარტავს "სოფტგენის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები