მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" 14 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

5be80607c6ac4
თამუნა ქემერტელიძე
11.11.18 14:34
2157
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 14 კომპანიას ჩამოერთვა.

აღნიშნული ინფორმაცია BM.Ge-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა.

ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა:

შპს „ჯი ემ პლასტიკ“
შპს „სოლიდორთ“
შპს „SHAKRO“
შპს „ჯანმრთელი წყალი +“
შპს „წალკა აგრო“
შპს „იმედი“
შპს „აბაშის რძის ქარხანა“
შპს „ხევი“
შპს „წალკის რძის პროდუქტები“
შპს „იქს სტილი“
შპს „არეანვეძა“
შპს „აილამა“
შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“
შპს „იბერია ევრო პრო“

შეგახსენებთ: სახელმწიფო პროექტი "აწარმოე საქართველოში" 2014 წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 418 პროექტი მხარდაჭერილია (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო, კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა კი ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია.

BM.ge-მ მსგავსი ინფორმაცია მიმდინარე წლის ივნისშიც გამოითხოვა და მაშინ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ქონება 13 კომპანიისთვის იყო ჩამორთმეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები