"აწარმოე საქართველოს" ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
""აწარმოე საქართველოში" პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხუთი მილიონი ლარი გამოუყო“, - ვკითხულობთ განკარგულებაში.

























