მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს ინდოელი პროდიუსერები ესტუმრებიან

57a462b23a6ea
BM.GE
05.08.16 13:52
1315
6 აგვისტოდან, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად, საქართველოს ბოლივუდის წამყვანი კომპანიების პროდიუსერები ესტუმრებიან და კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ლოკაციას გაეცნობიან.

ინდოელი პროდიუსერების ტურს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც უცხოელი სტუმრები თბილისს, ქუთაისს, წყალტუბოს, მარტვილს, ანაკლიას, ბათუმსა და ყაზბეგს მოინახულებენ.

მეწარმეობის სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მეშვეობით ბოლივუდის წამყვანი პროდიუსერები გადაღებების საწარმოებლად ქვეყნის შესაძლებლობებს გაეცნობიან და 13 აგვისტოს ჩათვლით ქართველ კინომწარმოებლებსა თუ სხვადასხვა ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. საერთო ჯამში, ინდოელ სტუმრებს ეძლევათ საშუალება დაწვრილებით გაეცნონ ლოკაციებს, ქართული კინოს შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ უცხოელი კინომწარმოებლებისათვის გაცნობის მიზნით 2016 წლის აპრილში, ინდოეთში, ბოლივუდის წამყვან კინომწარმობლებთან შეხვედრები განხორციელდა. ქართულმა მხარემ ბოლივუდში ვიზიტის მსვლელობისას 25 მსხვილმასშტაბიან ინდურ კინომწარმოებელ კომპანიას გააცნო კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი და ქვეყნის პოტენციალი.

საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე დასრულდა ორი ინდური ფილმის გადაღება, სადაც დასაქმდა 500-მდე, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მსახიობი და რომლის შედეგადაც საქართველოში გაწეულმა ხარჯებმა 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

გარდა ინდური მხარის ინტერესისა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შესულია 5 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 8 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები