მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროკრედიტ ბანკი": სამომხმარებლო სესხებზე სტაგნაციაა, განვადებებზე - დიდი შემცირება

5d39c5e00a5c8
ლიკა გურაბანიძე
26.07.19 09:40
2098

„პროკრედიტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრის და გენერალური დირექტორის ალექსი მატუას განცხადებით, საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ რეგულაციების ეფექტი სამომხმარებლო დაკრედიტებაზე და განვადებებზე აისახა.

 „ჩვენ თუ მთლიანი საბანკო პორტფელის მოცულობას ავიღებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდან 6 თვე გავიდა, რაც საბანკო რეგულაციები აქტიურია, თუმცა ჯამური პორტფელი საბანკო სექტორში გაზრდილია. 

თუ ჩვენ ჩავშლით, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი, კორპორატიული პორტფელი, სამომხმარებლო, იპოთეკური დაკრედიტება, სამომხმარებლო და განვადებები - თითქმის ყველა სექტორში არის ზრდა გარდა ორი მიმართულებისა ეს არის, სამომხმარებლო სესხები, სადაც უმნიშვნელო ზრდაა, მაგრამ უფრო სტაგნაციაა ვიდრე ზრდა და დიდი შემცირება მოდის იმ პორტფელზე, რომელსაც განვადებები ჰქვია,“ - აღნიშნა მატუამ.

რაც შეეხება სამომავლოდ რეგულაციების შემსუბუქების საკითხს „პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორის თქმით, ეროვნული ბანკი რეგულაციების შემსუბუქებაზე მზაობას გამოთქვამს.

„ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან მჭიდრო კავშირშია, განიხილავს ამ საკითხებს, ასევე გარკვეულწილად შემსუბუქებაზე მზაობას გამოთქვამს, ჯერ-ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის, თუმცა განხილვა და შემოთავაზება ეროვნული ბანკისგან არის“ - განმარტა ალექსი მატუამ.

მისივე თქმით, „პროკრედიტ ბანკი“ ძირითადი სეგმენტის მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებისას, დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს პასუხიმგებლიანი დაკრედიტების პრინციპით და იმ რეგულაციებით, რაც დღეისათვის საფინანსო სექტორისთვის სავალდებულოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები