მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით, კომპანია სქაიტელმა 20-მდე ელექტრომობილი შეიძინა და ავტოპარკი განაახლა

პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით, კომპანია სქაიტელმა 20-მდე ელექტრომობილი შეიძინა და ავტოპარკი განაახლა
21.06.24 12:02
376

პროკრედიტ ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია სქაიტელმა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და კომპანიის ავტოპარკისთვის 20-მდე ელექტრომანქანა შეიძინა. სქაიტელმა აღნიშნული ელექტრომობილები კომპანიის თანამშრომლებს ბიზნეს მიზნობრიობით მოხმარებისთვის გადასცა. კომპანიის მიზანია, რომ წლის ბოლომდე კიდევ გაზარდოს ელეტრომანქანების რაოდენობა. სქაიტელი არაერთ CSR პროექტს ახორციელებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ მწვანე ინიციატივების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ეტაპობრივად უარს ამბობს საწვავის მოხმარებაზე.

პროკრედიტ ბანკი როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს, ელექტრო მანქანების შესაძენად ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს, რაც ელექტრო მანქანის შეძენას კიდევ უფრო მომხიბვლელსა და ხელსაყრელს ხდის. სპეციალურდ ელექტრო მანქანების შესაძენად განკუთვნილი სესხის Eco Mobility-ს ფარგლებში, ექსკლუზიურად მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებიც პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით შეიძენენ ელექტრომანქანას, მიიღებენ ბაზარზე არსებულ სრულიად გამორჩეულ პირობებს. ელექტრომანქანის სესხით, Eco Mobility-თ დაფინანსების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეარჩიოს ელექტრომანქანა პირდაპირ პარტნიორი დილერი კომპანიის შოურუმიდან, მიიღოს სესხი Eco Mobility ბაზარზე საუკეთესო პირობებით, ექსკლუზიურად მიიღოს მნიშვნელოვანი, მოცულობითი ფასდაკლებები ელექტრომანქანაზე, სპეციალური საგარანტიო შეთავაზებები და შეარჩიოს სპეციალური სადაზღვევო პაკეტები. ამასთან, Eco Mobility-თ ელექტრომანქანების დაფინანსება ასევე ელექტრომობილის ნებისმიერ სხვა პორტალზე შერჩევის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი.

პროკრედიტ ბანკში აცხადებენ, რომ ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, რადგან დაიხვეწა მოდელების მახასიათებლები, ტექნოლოგია და დიზაინი, რის შედეგადაც სანდოობაც გაზრდილია. საქართველოში განვითარდა ინფრასტრუქტურაც და ელექტრომანქანების დამტენების ქსელი სულ უფრო ფართოვდება. მხოლოდ პროკრედიტ ბანკმა, ქვეყნის მასშტაბით 30-ამდე ელექტრომანქანის დამტენი სადგური დაამონტაჟა და მომხმარებელს სარგებლობა სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

ბანკში ელექტრომანქანების პოპულარიზაციაზეც აკეთებენ აქცენტს და ხაზს უსვამენ ელექტრომანქანების პრაქტიკულობასა და ეკონომიურობასაც. აღსანიშნავია, რომ ელექტრო მანქანის შეძენის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მცირდება ბენზინთან და მანქანის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, ქალაქში ელექტრო მანქანის პარკინგი სრულიად უფასოა.

დაინტერესებულ მომხმარებლებს, იმისთვის, რომ გაიგოთ მეტი ელექტრო მანქანების სესხის Eco Mobility-ს თაობაზე, შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამის განაცხადზე და ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბანკის კონტაქტ ცენტრს ნომერზე 220 22 22

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები