მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროკრედიტ ბანკის“ ინვესტიცია ბიზნესის მდგრად განვითარებაში ₾750 მილიონია - ალექს მატუა

პროკრედიტ ბანკი

„პროკრედიტ ბანკს“ 15 წლის განმავლობაში ბიზნესის ეკოლოგიური და მდგრადი განვითარების მიმართულებით 750 მლნ ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, - ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ BMG tv-ის გენერალურ პროდიუსერის გიორგი ისაკაძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც კომერციულ ბანკში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საფინანსო ინსტიტუტის აქტივობას შეეხებოდა.

„ამ მიმართულებით, რომელსაც ეკომიმართულებასა და მდგრად განვითარებას ვეძახით, ალბათ პირველები ვიყავით. 15 წლის წინ, როდესაც ამ მიმართულებით განვითარება დავიწყეთ, ბაზარი ამისთვის მზად არ იყო და ჩვენ გავიტანეთ ეს საკითხი. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხებში პოზიციონირება 2012 წლიდან დავიწყეთ. დღემდე მხოლოდ ეკო მიმართულებაში 750 მლნ ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, რაც საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. შესაბამისად, მხოლოდ მწვანე და ეკო დაფინანსების კუთხით 2400-2500 სესხი გაიცა, რამაც ბაზარზე ამ მიმართულებით განვითარებას შეუწყო ხელი და დღეს ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბაზარიც ამაზე ჩვეულებრივად რეაგირებს. ამგვარად ჩვენ როლსაც ვხედავთ აქამდე რომ მოვედით და ამ კუთხით კონკურენცია თუ გაიზრდება გარემოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება“, - ამბობს მატუა.

„პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი იმასაც ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საფინანსო ინსტიტუტის კონტრიბუცია ძალიან დიდია.

„ეკო დაფინანსება მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 10%-ია. ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შევიტანეთ ეკონომიკაში ბიზნესის მიმართულებით. ჩვენ საცალო სეგმენტში აქტიურები არ ვიყავით და ყოველთვის ვაქტიურობდით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში. აქაც მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვიყავით, ვართ და მომავალშიც აუცილებლად ვიქნებით... საცალო მიმართულებითაც ვაპირებთ კიდევ უფრო გაფართოებას“, - აღნიშნა „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები