მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროკრედიტ ბანკმა" ფიზიკურ პირებს ახალი სერვისი direct banking შესთავაზა

5af9581224a81
BM.GE
14.05.18 13:30
783
"პროკრედიტ ბანკმა" ფიზიკური პირებისთვის ინოვაციური სერვისი direct banking შექმა. ახალი სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბანკში მიუსვლელად, დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ანგარიშები და ისარგებლოს ბანკის სხვა სერვისებით. როგორც "პროკრედიტ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ნათია თხილაიშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, ამ სერვისი დანერგვა განპირობებულია ბოლო წლებში საბაკო სექტორისადმი გაზრდილი ნდობით და ასევე იმით, რომ მოსახლეობა გაცილებით უფრო მეტად არის გათვითცნობიერებული საბანკო პროდუქტებში.

"დამატებითი ადამიანური რესურსების დახარჯვა სევისის მისაღებად სულ უფრო ნაკლებადაა საჭირო, ამიტომ direct banking ისეთი ტიპის მომსახურებაა, როცა ონლაინ სივრცეში, ინტერნეტ-ბანკინგის მეშვეობით, ასევე "პროკრედიტ ბანკის" თვითმომსახურების სივრცეებში, შესაძლებელი იქნება მომსახურების ავტომატურ რეჟიმში მიღება. ამ მომსახურების უპირატესობა გახლავთ პირველ რიგში სიმარტივე და დაცულობა", - განაცხადა ნათია თხილაიშვილმა. მისი თქმით direct banking, ესაა სერვისების პაკეტი, სადაც თავმოყრილია მნიშვნელოვანი საბანკო პროდუქტები, რომლებიც კლიენტისთვის უფრო იაფია, ვიდრე ბანკში მოსვლის შემთხვევაში დაუჯდებოდა.

"მაგალითად, თუ თქვენ სურვილი გაქვთ ოვერდრაფტი გამოიყენოთ, ამისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი, ინტერნეტბანკინგში (მომავალში ეს შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზეც) და ბანკში მოუსვლელად დაგიმტკიცდებათ ლიმიტი. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია კლიენტს შევთავაზოთ ანგარიშების გახსნა, ასევე ნებისმიერ დროდ შეუძლია კლიენტს გარკვეული ოპერაციები აწარმოოს შემნახველ ანაბარზე და ფიქსირებულად დაერიცხოს პროცენტი. უნდა აღვნიშნო, რომ ამ პაკეტის ფარგლებში სავალუტო გადარიცხვის გარდა, ნებისმიერ გადარიცხვა უფასოა”-აღნიშნა ნათია თხილაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები