მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“პროკრედიტ ბანკმა” თელავში ფილიალი გახსნა

თელავში, გუშინ პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ეს ბანკის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან პროკრედიტ ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მათ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. როგორ პროკრედიტ ბანკში აცხადებენ, მათი მიზანია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და ბიზნესებთან გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობები დაამყარონ, მათზე მორგებული სერვისების და გამოცდილი ბიზნეს მრჩევლების დახმარებით. პროკრედიტ ბანკი უკვე 25 წელზე მეტია საქართველოში ევროპულ გამოცდილებას აზიარებს, ამ გამოცდილებამ კი ამჯერად გეზი კახეთისკენ, კერძოდ თელავისკენ აიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები