მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტი და UN Women Georgia ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

მინდა მოგიყვეთ პროექტზე, რომელიც პროკრედიტ ბანკის ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად განხორციელდა. პროცესში ჩართული იყო „ფონდი ტასო“, რომელიც სოფლად მცხოვრებ მოწყვლად ქალთა ჯგუფებთან აქტიურად მუშაობს.

პროექტი გულისხმობდა სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად, სპეციალურად შექმნილი ტრენინგების, გრანტების და მენტორული სესიების დახმარებით, რეგიონში მცხოვრებ ქალებს მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოტივაცია, პოტენციალი, უნარები, იდეები მიმზიდველ საგრანტო წინადადებებად შეეკრათ და შემოსავლის წყაროდ ექციათ.

პროექტის ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტში ჩაერთო 200 ქალი დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან.

80-მა დაინტერესებულმა ქალმა გაიარა სასწავლო ტრენინგ-კურსი „ბიზნეს ტრენინგი დამწყები მეწარმე ქალებისთვის“, რომელიც მოიცავდა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სესიებს; ტრენინგებს თან ახლდა ჯგუფური მენტორინგის სესიები; ტრენინგები ჩატარდა „სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან“ თანამშრომლობით, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით; სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ საგრანტო კონკურსში „ქალთა შემოსავლის მომტანი საქმიანობის მხარდასაჭერად“; 79 ქალმა (80 ქალიდან) წარადგინა ინდივიდუალური ბიზნეს გეგმა, რომელიც განსახორციელებელია მათ სოფლებში. თითოეული განაცხადი ითხოვდა სხვადასხვა მოცულობის დაფინანსებას გეგმის განხორციელებისთვის; განაცხადები შეფასდა ინდივიდუალურად, სპეციალური კომისიის მიერ. შეფასების მეთოდოლოგია ემყარებოდა გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპებს. ასევე ფასდებოდა იდეის განხორციელების შესაძლებლობა და პოტენციალი.; კომისიამ გაითვალისწინა პროექტის რეგულაციები, რომლებიც წინასწარ სწორედ ამ ინიციატივისთვის შემუშავდა, მათ შორის მოწყვლად ქალთა მონაწილეობის სავალდებულო პირობა და დაფინანსების წესები.; გაცემულია რეკომენდაცია ყველა 79 განაცხადის დასაფინანსებლად;

ამ ეტაპზე, ქალებთან გაფორმებულია საგრანტო ხელშეკრულებები. სოფლად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და შესყიდვები, რომლებიც გათვალისწინებულია ბიზნეს გეგმებით; სწორედ ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური მენტორინგიც, რაც ქალებს თავიანთი საქმიანობის წარმატებით დაწყებაში უნდა დაეხმაროს.

წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, რა იგრძნობოდა ქალების მიერ წარმოდგენილ იდეებში: ძლიერი, გულწრფელი მოტივაცია და ცვლილების სურვილი; დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა; თემში არსებულ საჭიროებებზე ზუსტი ხედვა; ინოვაციური და პრაქტიკული იდეები მცირე რესურსით.

ამ პროექტის და პროექტში ჩართული ქალების რეგიონებზე და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების სერიის მიზანი იყო არა მხოლოდ გრანტების გაცემა, არამედ რეალურად პროექტში ჩართული ქალებისთვის მოტივაციის გაზრდა, შესაძლებლობების ჩვენება და ბიძგი, რაც მათ მეტ სითამამეს შესძენდა და გაძლიერების კონკრეტულ გზას დაანახებდა. რაც, დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ასეთი ინიციატივის ირგვლივ ერთიანდებიან პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციები დიდი გამოცდილებით და საერთო ხედვით.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მაგალითი გადამდები აღმოჩნდება სხვა ორგანიზაციებისთვის და კომპანიებისთვისაც. დანარჩენს უკვე ჩემი სტუმრები გაშლიან სასწავლო პროგრამაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 200-დან 80-მა ქალმა; საპროექტო განაცხადი (ბიზნეს გეგმა) წარმოადგინა 79 ქალმა; ყველა დაფინანსდა და რომლის საერთო საგრანტო ფონდი 369 200 ლარი ანუ 130 ათასი ამერიკული დოლარი იყო.

ზეინაბ ლომაშვილი - "პროკრედიტ ბანკის" დირექტორი;

კაორი იშიკავა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში;

ბერგლიოტ ჰოვლანდი - ნორვეგიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები