მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტის მხარდაჭერით, რესტორანი და ბარი „კასა ფიორი“ გაიხსნა

პროკრედიტის მხარდაჭერით რესტორანი და ბარი „კასა ფიორი“ გაიხსნა
20.11.24 11:51
199

პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. იტალიური რესტორანი და ბარი “კასა ფიორი” 16 ოქტომბერს გაიხსნა და უკვე სტუმრების საყვარელი ადგილი გახდა.

ის, რაც პროექტს გამორჩეულს ხდის, სტილი და კონცეფციაა. „კასა ფიორი” ქართულად ყვავილების სახლს ნიშნავს, და გარემოც ამ იდეას მიჰყვება.
იდეა კი მხოლოდ ერთია - განსხვავებული სივრცე, რომელიც სტუმარს თავს კომფორტულად აგრძნობინებს, იტალიური კერძები იტალიაში ამოგზაურებს, სერვისი კი დაარწმუნებს, რომ სტუმარზე ზრუნვა “კასა ფიორის” მთავარი პრიორიტეტია.

კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში, გამოწვევას სწორედ მაღალი დონის სერვისის შექმნა წარმოადგენდა. თუმცა, საერთაშორისო დონის შეფებისა და მსოფლიო რესტორნების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებით, მიზანი რეალობად იქცა და დღეს “კასა ფიორი” არის ადგილი, სადაც ყველა დეტალი მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი და გარემო მათ სურვილებს ერგება. რესტორნის 4 განსხვავებული სივრცე, ერთდროულად 120 სტუმრის გამასპინძლების შესაძლებლობას იძლევა.

ახალი რესტორნის გახსნისას, ყოველთვის ვცდილობთ, შევქმნათ და დავამკვიდროთ რაღაც ახალი, რაც უცხოა საქართველოს ბაზრისთვის, თუმცა პრაქტიკაში მსოფლიოს გარშემო დიდი ხანია იყენებენ. პროკრედიტ ბანკთან ერთად ჩვენი სურვილი ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ და მომხმარებლისთვის გამორჩეული სივრცე შევქმენით. “კასა ფიორი” 16 ოქტომბერს გავხსენით, თუმცა გახსნამდე ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ. გვინდოდა, იტალიური ესთეტიკა თბილისის შუაგულში შეგვექმნა და ვფიქრობთ, გამოგვივიდა” - გიორგი დარცმელია, კასა ფიორი“-ს დირექტორი.

“კასა ფიორი” friends4friends.group-ის მეხუთე პროექტია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სხვადასხვა ტიპისა და კონცეფციის გამორჩეულ რესტორნებსა და ბარს აერთიანებს თბილისის მასშტაბით. განსხვავებული კონცეფციის ობიექტების მთავარი იდეა მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაა.

„ჰორეკა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნეს სექტორია საქართველოში და მნიშვნელოვანია ყველა ის ახალი ინიციატივა, რაც სექტორს უფრო აძლიერებს და ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. კასა ფიორი“-სთან თანამშრომლობით, მორიგი წარმატებული ბიზნეს ისტორიის მხარდამჭერები გავხდით. ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა რესტორნის შექმნა - იდეიდან განხორციელებამდე.„- გელა ბაქრაძე, პროკრედიტ ბანკის მცირე ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

პროკრედიტ ბანკი უკვე 25 წელია ქართული ბიზნესის განვითარების მხარდამჭერია და აქტიურად განაგრძობს ახალი ინიციატივების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები