მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის 1-1 მლნ ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს"

5d3ac14f80532
BM.GE
26.07.19 12:56
2122

ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისგან  1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ bm.ge-ს განუცხადა.

საქალაქო სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. საქალაქო სასამართლოში კი საქმის განხილვა დღეს 16:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურა თავის მხრივ არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ სასამართლოსგან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდება მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები