მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურა 24 მილიონ ლარად ახალ ოფისს აშენებს

6437d8fcccee4
BM.GE
13.04.23 14:11
1201
საქართველოს მთავარი პროკურატურა, მის სტრუქტურაში შემავალი ერთ-ერთი უწყებისთვის ახალ საოფისე შენობას ააშენებს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

სატენდერო ინფორმაციის მიხედვით, ახალი ნაგებობის მშენებლობა 24 მილიონი ლარი დაჯდება და ის კონტრაქტის გაფორმებიდან 32 თვის ვადაში უნდა აშენდეს.

ახალი ოფისი დავით აღმაშენებლის ხეივანზე უნდა აშენდეს.

მშენებლობის შესყიდვას არა პროკურატურა, არამედ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახდენს.

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს 2018 წლიდან მინიმუმ 5 დასრულებული პროექტი, რომელთა ღირებულება არანაკლებ 24 მილიონი ლარი იყოს, ხოლო ამ პროექტებიდან ერთი პროექტის ღირებულება უნდა აჭარბებდეს 12 მილიონ ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები