მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა არ აზუსტებს, როდის მიმართავს სასამართლოს ხაზარაძე-ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე

5d38911647a96
ელენე გოგბერაშვილი
24.07.19 21:06
896

დღეს მთავარ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდების შესახებ დადგენილება ოფიციალურად გადასცეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის მიმართავს პროკურატურა სასამართლოს ხაზარაძე-ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

როგორც bm.ge-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მათ ჯერ სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, თუმცა ამავე დროს კანონმდებლობა პროკურატურას დროში არ ზღუდავს და შესაძლებელია მიმართვა სასამართლოში ერთი თვის შემდეგად შევიდეს.

მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მიმართავს, ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სახელმწიფო ბრალდება ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები