მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ხაზარაძე კრიმინალთა სიაშია

5c66a3595d0d7
BM.GE
15.02.19 15:38
1045
მთავარი პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კრიმინალთა სიაშია.

BMG-ის პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეს წარმოადგენს.

ცნობისთვის: გამოცემა presa.ge ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ, საერთაშორისო დახურულ ბაზაში, მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებლად და კრიმინალად დაარეგისტრირა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები