მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა კიდევ ერთხელ აქვეყნებს ₾9-მილიონიანი ხარჯების სიას, რომლის დაბრუნებასაც სააკაშვილისგან ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილი
29.09.25 19:40
5634

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლიც ე.წ. პიჯაკების საქმეს შეეხება. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიმდინარე წლის მარტში მიესაჯა (სასჯელის მოხდის ათვლის ვადაა 2021 წლის 1 ოქტომბერი, როდესაც სააკაშვილი დააკავეს). დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონი ლარის ბიუჯეტში დაბრუნებაც დაევალა.

ამასთან, პროკურატურამ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ხარჯების ჩამონათვალი, რომელიც 2009 წლიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გრიფით საიდუმლოდ გასწია და რომლითაც მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფომ სხვადასხვა სერვისი თუ მომსახურება შეიძინა. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც წარსულში გაწეულ ხარჯებს შეეხება.

# ხარჯის ობიექტი / პირი დანახარჯი (ლარი) დამატებითი დეტალი
1 სასტუმრო მომსახურება 2,000,000 ლარი; სხვადასხვა პერიოდში
2 ტრანსპორტის მომსახურება 2,000,000 ლარი; საქართველოში და საზღვარგარეთ
3 კვებითი მომსახურება 1,400,000 ლარი; საქართველოში და საზღვარგარეთ
4 სამგზავრო ბილეთები 1,000,000 ლარი; ზოგადი ხარჯი
5 კოსმეტიკური პროცედურები (საერთო ჯამი) 721,827 ლარი; განმეორებით დადასტურებული
6 კოსმეტიკური პროცედურები 700,000 ლარი; სხვადასხვა სერვისები
7 უცხოეთში საცხოვრებელი ფართის ქირა 300,000 ლარი; სხვადასხვა დროს
8 საჩუქრები და სუვენირები 250,000 ლარი; სხვადასხვა დროს
9 სერხიო ქალდერონ ლატასა (მზარეული) 191,643 ლარი; შრომის ანაზღაურება, საცხოვრებელი, თარჯიმანი, მგზავრობა
10 მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქარაძე, ლევან ვარშალომიძე 127,858 ლარი; ტაილანდი, ფხუკეთის კურორტი (სასტუმრო, ავტომობილი, კვება, ავიაბილეთები)
11 მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა 114,682 ლარი; ქ. ინსბურგის გამაჯანსაღებელი ცენტრი, გასახდომი პროცედურები
12 ტანსაცმელი 100,000 ლარი; სხვადასხვა დროს შეძენილი
13 კობა ნაყოფია, გოგა ხაჩიძე, ნუგზარ წიკლაური, გიორგი გაბაშვილი, სერგო რატიანი, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ვარშალომიძე, გიორგი არველაძე 88,919 ლარი; საზღვარგარეთ სასტუმროები
14 სტილისტი ალი კამალი 75,181 ლარი; სასტუმრო და ბილეთები
15 მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლა 64,929 ლარი; განათლების ხარჯი
16 მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა 58,876 ლარი; ავსტრიაში Porsche, Mercedes, Audi დაქირავება
17 10 ერთეული მაჯის საათი 53,283 ლარი; აშშ, ინგლისი, საქართველო
18 7 პიჯაკი და 1 ქაშმირის პალტო 49,499 ლარი; დიდ ბრიტანეთში
19 მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ვერონაში 45,214 ლარი; ლიმუზინი და მინივენი
20 ვერა ქობალიას მშობლები და და, ნინა ქობალია 38,247 ლარი; სამგზავრო ბილეთები
21 ველოსიპედების დაქირავება 35,350 ლარი; საზღვარგარეთ
22 ვერტმფრენის დაქირავება, პერუ 33,204 ლარი; მგზავრობა
23 იახტის დაქირავება, ქ. პიზა, იტალია 25,237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის
24 მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები (გიული ალასანია, თეიმურაზ ალასანია, ნიკა ალასანია, გიორგი ალასანია) 25,117 ლარი; მოგზაურობები
25 მკერდით მხატვრის, მერედიტ ოსტრომის ნახატი 15,989 ლარი; ლონდონში შეძენილი
26 კრისტინა და ნატალია უსოვები 15,873 ლარი; სასტუმრო და ბილეთები
27 მარიამ საჯაია 10,673 ლარი; მოგზაურობები (არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბათუმი) + საჩუქრები
28 სარა ვარონე და მონიკა პუგლია 10,670 ლარი; სამკაულებით დასაჩუქრება
29 2 ხელით ნაკეთი კოსტუმი 7,994 ლარი; სხვადასხვა დროს შეძენილი
30 ალანა გაგლოევა 6,401 ლარი; სასტუმრო, არაბეთის გაერთიანებული საემიროები
31 სოფო ნიჟარაძე 5,430 ლარი; სასტუმრო და ბილეთები
32 ედუარდ სააკაშვილი 2,350 ლარი; აიფონით დასაჩუქრება
33 თინა ბოკუჩავა 1,600 ლარი; აიფონით დასაჩუქრება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები