საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მილიონი ლარის გირაოს ითხოვს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. ჯაფარიძისა და ხაზარაძის გარდა, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა კიდევ 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან.




























