მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა-TBC ბანკის საქმეზე: ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის

5c35cdc130bc3
BM.GE
09.01.19 14:27
1316
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ დანაშაული, რომლის ირგვლივაც გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

"გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის ივლისში მოწოდებული ინფორმაცია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 194-ე მუხლით, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის" - განაცხადეს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკმა, მიმდინარე გამოძიებაზე პასუხად, გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საუბარია 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე, რომელიც არაერთხელ იქნა შემოწმებული, ამასთან გასულია ხანდაზმულობის ვადაც. ,, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;

· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;

· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.“-ნათქვამია განცხადებაში. ბანკი მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები