მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკითხვის ოქმების გასაჯაროებაზე უარს ამბობს

5c79218849209
თამუნა ქემერტელიძე
01.03.19 16:06
1186
"ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკითხვის ოქმებს არ ვასაჯაროვებთ” -ასე გამოეხმაურა BMG-სთან საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის მოთხოვნას, რომელიც თიბისი ჯგუფის დამფუძნებლების დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას ითხოვდა.

უწყების ინფორმაციითვე, მომავალში გადაწყდება, გამოქვეყნდება თუ არა ოქმები. 

“ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო, რომ ასეთი პრეცენდენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით. აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები", -ნათქვამია ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის განცხადებაში.

შეგახსენებთ: დღეს ჯგუფის დამფუძნებლების ადვოკატმა ორი განცხადება გაავრცელა, ერთ-ერთ მათგანში კი ნათქვამი იყო, რომ გამოძიება გრიფით საიდუმლო მიმდინარეობს, რაზეც პროკურტურამ განმარტა, რომ საქმე გრიფირებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები