"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერობის კანდიდატის შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.
,,თქვენ გუშინ დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რაც უკავშირდება ,,პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონის“ გვერდის ავლას და შესაძლოა ასევე მიიღეთ მონაწილეობა, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების გათეთრების სქემაში, მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლო ფულის გათეთრების დანაშაულში, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა აპირებს თუ არა მამუკა ბახტაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას.
შეგახსენებთ, რომ პრემიერობის კანდიდატმა გუშინ განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს 20 ათასი ლარი მისი ანგარიშის გამოყენებით გადაერიცხა.

























