მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურის განცხადების შედეგად, TBC-ის აქციონერებმა £90 მლნ დაკარგეს

5d3869b6cb8e4
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.19 18:21
917
დღეს თბილისის დროით 12:00-ზე მთავარი პროკურატურის სპიკერის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ფულის გათეთრების მუხლით ბრალის წარდგენის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ლონდონის საფონდი ბირჟაზე თიბისის აქციების გაუფასურება დაიწყო. გასული 6 საათის განმავლობაში ბანკის აქციები 11.14%-ით შემცირდა და ამ დროისთვის £13.24 ფუნტს შეადგენს.

შედეგად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია £90 მილიონი გირვანქა სტერლინგით (ლარებში 325 მილიონით) შემცირდა.

რამდენიმე წუთის წინ პროკურატურის შენობიდან გამოსულმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯებით სახელმწიფო მთლიანად საქართველოს ეკონომიკას აზარალებს.

“მაგათ ჰგონიათ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააზარალეს, ისინი აზარალებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს, ეუბნებიან ინვესტორებს რომ თქვენ აქ უსაფრთხოდ არ ხართ, ვიღაც პროკურორს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტის და ინსტიტუციის, რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუციის, რომელსაც სამწუხაროდ სამარცხვინო ეროვნული ბანკის მმართველი ჰყავს. ეს არის სამარცხვინო და ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. აი ეს არის მთელი ისტორია,”- ამბობს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები