თიბისი ბანკის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი განმარტავს, თუ რა შეკითხვები აქვს გამოძიებას საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან.
როგორც მან სასამართლოში ქადაგიძის გამოკითხვის დაწყებამდე განაცხადა, 2008 წელს გიორგი ქადაგიძე იყო იმ სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც შეამოწმა თიბისი ბანკი.
“გიორგი ქადაგიძე იყო საფინანსო ზედამხეველობის სააგენტოს თავმჯდომარე. აღნიშნულ პერიოდში სამსახურს შემოწმებული აქვს თიბისი ბანკი. გვაქვს შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით. რა კითხვებია ახლა ვერ მოგახსენებთ”,- განაცხადა პროკურორმა.

























