მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურორი: გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა

5c81214d890f9
სალომე მეცხვარიშვილი
07.03.19 17:47
1274
თიბისის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რადგანაც ის ამბობს, რომ 2008 წლის თიბისის შემოწმების შედეგები არ ახსოვს. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლოში ქადაგიძის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

“როგორც მან განაცხადა, არც თიბისი ბანკის შემოწმების პროცესი ახსოვს, არც შემოწმების შედეგები. შესაბამისად, მან გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები მას არ ახსოვს.

გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს თიბისი ბანკის შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში, შესაბამისად, ვინაიდან ჩატარებულია შემოწმება, ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი, არც შედეგი”,- აცხადებს საქმის პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქადაგიძე სასამართლოში გამოკითხვაზე თიბისი ბანკის საქმეზე იყო დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ეხება. სადავო ტრანზაქცია 2008 წელს არის შესრულებული, 2007-2008 წლებში ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, 2008-2009 წლებში კი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები