მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურორი მუქარის წერილზე: ეს არის ფურცელზე აკრეფილი ტექსტი, მისი დაწერა ნებისმიერს შეუძლია

5c7e69a786696
BM.GE
05.03.19 16:19
2179
მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა:

"მოკლედ რომ გითხრათ, ბატონმა მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა წერილი, წარმოდგენა რომ გქონდეთ ეს არის ჩვეულებრივი წერილი, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტით. კომპიუტერით აკრეფილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს. ჩვენ ჩავატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას. როდესაც ჩვენ მივიღებთ ამ წერილს სასამართლოდან, ჩვენ დავგეგმავთ საგამოძიებო მოქმედებებს," - განაცხადა პროკურორმა. 

პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადება თითქოს გიორგი გახარიას მუქარის წერილის შესახებ პროკურატურას წინა გამოკითხვაზე მიაწოდა ინფორმაცია, სიცრუეს წარმოადგენს. თუმცა სინამდვილეში პირველ გამოკითხვაზე ხაზარაძემ ახსენა, რომ მან მუქარის წერილი მიიღო, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლებმა მას არ დაუსვეს კითხვა იმის შესახებ თუ ვისგან მიიღო აღნიშნული წერილი. 



 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები