ჰოსპის-ცენტრების უდიდესი ამერიკული ქსელი, Gentiva, რომლის აქციონერებს შორის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია, ჰუმანა და კერძო კაპიტალის კომპანია Clayton, Dubilier & Rice-ი არიან, ProMedica-ს ჰოსპისებისა და პალიატიური მოვლის ცენტრების ბიზნესთან დაკავშირებულ აქტივებს $710 მილიონად შეიძენს, - ამის შესახებ ფინანსური გამოცემა, Seeking Alpha წერს.
აღნიშნული გარიგების შედეგად, Gentiva-ს ფილიალების რაოდენობა ხუთასამდე გაიზრდება, რაც კომპანიას ოცდათოთხმეტი ათასი პაციენტის მოვლის საშუალებას მისცემს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, Gentiva კიდევ ერთი ჰოლდინგური კომპანიის, Kindred in Home-ის წევრი იყო, მაგრამ მას მერე, რაც კომპანიის 60%-იანი წილი კერძო კაპიტალის კომპანიამ, CD&R-მა შეისყიდა, კომპანიამ რებრენდინგი განიცადა.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.