მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრომეთე, მარტვილი, სათაფლია... - 2023 წლის ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიების რეიტინგი

პრომეთე

2023 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 078 112 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით (902 063 ვიზიტორი) 19%-ით - არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 42% ქართველია, ხოლო 58% უცხოელი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და სათაფლიას ესტუმრა.

2023 წელს დაცული ტერიტორიების რეიტინგი მონახულების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • პრომეთეს მღვიმეს - 230 677 ვიზიტორი;
  • მარტვილის კანიონს - 228 998 ვიზიტორი;
  • სათაფლიას - 96 956 ვიზიტორი;

რაც შეეხება სხვა დაცულ ტერიტორიებს, 2023 წლის ტოპ-10 ტერიტორია შემდეგია:

  1. პრომეთეს მღვიმე
  2. მარტვილის კანიონი
  3. სათაფლია
  4. მტირალას ეროვნული პარკი
  5. წალკის კანიონი
  6. ოკაცეს კანიონი
  7. თბილისის ეროვნული პარკი
  8. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
  9. ყაზბეგის ეროვნული პარკი
  10. ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები