„ესტონურ მოდელზე გადასვლის შემდეგ მსგავსი ტიპის საქონელი არ იბეგრება მოგების გადასახადით, მას აქვს კომერციული დანიშნულება. რაც შეეხება დღგ-ს მოქმედი კანონმდებლობით იბეგრება ასეთი მიწოდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფიქრი ამ საკითხზე, მივიღეთ შემოთავაზება ივა ჭყონიასგან(დისტრიბუტორთა ასოციაცია), რომ მსგავსი ტიპის საქონელი გათავისუფლდეს დღგ-სგანაც. მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თუ წინასწარ მიიღებს ინფორმაციას საგადასახადო ორგანო სად, როგორ და რანაირად მოხდება ამ საქონლის მიწოდება,“ - განმარტა ძნელაშვილმა.
მისი თქმით, ამას სჭირდება საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რისთვისაც მთავრობას უნდა მივმართოთ, მთავრობა კი პარლამენტს. ძნელაშვილის განცხადებით, არსებული ცვლილება ლოგიკური იქნება და კომპანიებს ოპერირებაში დაეხმარება.

























