მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროსპექტი“ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული უძრავი ქონების გაყიდვებს იწყებს

გუგა კობახიძე

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტის გაყიდვას იწყებს. როგორც კომპანიის პარტნიორმა ლევან ელიზბარაშვილმა BMG-თან საუბრისას განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს ისრაელის, დუბაის, ქუვეითსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე.

„საერთაშორისო ბაზარზე ქართული უძრავი ქონების გატანის მიმართულებით კონკრეტული შედეგები უკვე გვაქვს. გაყიდვებს ბევრი კომპანია ცდილობს, თუმცა ჩვენთან ამას ექნება სტაბილური ხასიათი. გვინდა რომ საერთაშორისო ბაზარზე უძრავი ქონების რეალიზება იყოს ბევრად უფრო ორგანიზებული, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი. ამას რამდენიმე პროექტში უკვე მივაღწიეთ. გვინდა, რომ ის მანკიერი პრაქტიკა მოვარღვიოთ, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო მყიდველებთან დღეს არსებობს. ამით ინვესტორებისთვის საქართველოს უძრავი ქონების მიმზიდველობას კიდევ უფრო გავზრდით.

ამ ეტაპზე გაყიდვებს ვახორციელებთ ისრაელში, გეგმაშია დუბაის და ქუვეითის დამატება. ასევე მოლაპარაკებები გვაქვს მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანთან მიმართებით ჩვენი გეგმები უკავშირდება როგორც საცალო ტრანზაქციებში ჩართვას, ისე პროექტებში ინვესტორების შესაძლებლობას, რაზედაც ინტერესი არსებობს." - განაცხადა ელიზბარაშვილმა.

საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი" 5 წელია ბაზარზეა, ამ დროის განმავლობაში მათ ბალანსზე 20 დასრულებული და 5 მიმდინარე დეველოპერული პროექტია.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები