პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს, უწყვეტი აქციების 52-ე დღეს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მოქალაქეები პროტესტის ნიშნად, ფილარმონიის შენობასთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შეიკრიბნენ და ამჟამად პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. რეპრესიული შეზღუდვების პროტესტის ნიშნად, აქციაზე გამოიყენეს პიროტექნიკაც.
დღეს, თბილისში აქცია გაიმართა თემქის პოლიციის შენობასთან, სადაც ხმაური იყო და არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 6 მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა.
კვლავ გრძელდება პროტესტი ბათუმში, სადაც აქციის მონაწილეები სასტუმრო "შერატონთან" მივიდნენ. ისინი სასტუმროს ფოიეში იმყოფებიან და იმ კადრების გადაცემას ითხოვენ, რომელზეც გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმებია ასახული.
აქციები იმართება ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავშიც.




























