მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ - რა გეგმა აქვს ბიზნესს?

ენერგეტიკის სექტორი ისევ დიდ გამოღვიძების მოლოდინშია. რამდენჯერმე დაანონსების და დიდი მოლოდინის მიუხედავად, განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი მექანიზმის ე.წ. CFD -ის ფარგლებში მეორე აუქციონი ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

პირველ აუქციონში გამარჯვებული 24 კომპანია კი, ჯერ პროექტების სამშენებლო სამუშაოებზე ჯერ არ გადასულა და პროტესტიც განახლდა, ამჯერად მოსახლეობის და პოლიტიკოსების ნაწილი მდინარე თერგზე 16.6 მეგავატიანი კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პარალელურად, განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით დიდი გეგმები აქვს მთავრობას.

საქართველო ინიცირებული აქვს წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, რომელმაც საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს. მთავრობის წევრები ბევრს საუბრობენ ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის აუცილებლობაზე, მათ შორის, არამხოლოდ ჰიდრო, არამედ მზის, ქარის და მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობაზე. რა ხდება 5-წლიანი უძრაობის შემდეგ და რა გაკეთდა იმისთვის, რომ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია შედგეს და სწორედ ის პროექტები განხორციელდეს, რომელიც ყველა მხარის ინტერესების თანხვედრას მოახდენს - სად ვართ და სად არის გამოსავალი?

სტუმარი: მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები