თუ კანარის კუნძულებზე იმოგზაურებთ და სანაპიროებზე შეამჩნევთ წარწერას - “ტურისტო წადი სახლში”, ან სულაც “ჩემი უბედურება შენი სამოთხეა” - იცოდეთ, რომ ეს ადგილობრივების მოწოდებაა. მოსახლეობა ჭარბ ტურიზმს და ტურისტული ნაკადებისგან გამოწვეულ შედეგებს აპროტესტებს. არადა, ტურიზმი კანარის კუნძულებისთვის მთავარი ეკონომიკური ძალაა, მაგალითად გასულ წელს ლოკაციას 14 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა. რა საფრთხეებს ქმნის მასობრივი ტურიზმი კანარის კუნძულებზე და როგორ ებრძვის მოსახლეობა მის შედეგებს?