მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტის 176 დღე შუქრუთში - რა პასუხი აქვს მაღაროების მმართველ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიას"?

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, ადგილობრივები 176 დღეა უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ და ღამეს კარვებში ათენებენ. რამდენიმე მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო. მოსახლეობა დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს. ამის საპასუხოდ, მაღაროების მმართველ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში" ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, შესაბამისი თანხები უკვე აღებული აქვთ. შესაბამისად, მათთვის დღემდე გაუგებარია, თუ რატომ მიმართა მოსახლეობამ ასეთ კატეგორიულ ხერხს. რა დოკუმენტებით ამყარებს კომპანია ამ პასუხს და როგორია პროტესტანტების პასუხის პასუხი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები