უწყვეტი პროევროპული აქცია გრძელდება. 20 დეკემბერს, პროტესტის 23-ე დღეს აქციები დედაქალაქსა და რეგიონებში იგეგმება. აქციები დაგეგმილია საზღვარგარეთაც.
20 დეკემბრის პროტესტების განრიგი:
თბილისი:
08:00 საათი, გლდანის სამეზობლოს მარში თავისუფლებისთვის! - გლდანის პარკის შესასვლელიდან მსვლელობა ახმეტელის მეტროსკენ
08:00 საათი, დიდი დიღმის სამეზობლოს მარში საქართველოსთვის! - ანბანის სკვერი
12:00 საათი, თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს! - გლდანის იზოლატორთან
12:00 საათი, გამოფხიზლდი! 5 დღიანი საპროტესტო კამპანია - თსუ X კორპუსი
13:00 საათი, მსვლელობა ბანკებთან - შენი ვალია, ვალი არ მქონდეს! - მარჯანიშვილის მოედანი
13:00 საათი, IT/TECH პროტესტი - თავისუფლება პოლიტპატიმრებს! დანიშნეთ ახალი არჩევნები! - რესპუბლიკის მოედანი (ველოსიპედთან)
17:00საათი, ადვოკატთა და იურისტთა მსვლელობა ევროინტეგრაციისთვის! სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის! სამართლიანობისთვის! - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (ბოჭორმის ქ. 12)
18:00 საათი, მოგზაურთა მარში! - ევროპის მოედანი
18:00 საათი, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები ევროპული მომავლისთვის! მარჯანიშვილის მეტრო
19:00 საათი, ენერგეტიკოსების საპროტესტო მარში! - კონკასთან (ბარათაშვილის ქუჩა)
19:00 საათი, ადრეული განათლების მარში! - რუსთაველის მეტრო
19:00 საათი, ვეგანთა მარში თავისუფლებისთვის! - რესპუბლიკის მოედანი
ქუთაისი:
19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს! უწყვეტი პროტესტი ქუთაისში! - მერიის წინ
ბათუმი:
19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროტესტის 23-ე დღე
გარდა რეგიონებისა, აქციები ემიგრანტების ორგანიზებით, საზღვარგარეთაც იმართება.
გორი
18:00 საათი - გორის საკრებულოსთან - გორი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
ბერლინი:
19:00-22:00 საათი, საქველმოქმედო კონცერტი -ნათია თოდუა ქართველების მხარდასაჭერად! - REFORMATIONSKIRCHE, Beusselstraße 35
ბარსელონა:
11:30 საათი, გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! - Passeig de Gràcia,7