საქართველოში უწყვეტი პროევროპული პროტესტი გრძელდება.
მოქალაქეები მსვლელობას მართავენ მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით.
ისინი მანამდე პარლამენტთან იყვნენ შეკრებილნი, სადაც პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი, ისაკო დევიძე დააკავა.
დღეს უწყვეტი პროტესტის 363-ე დღეა.




























