საქართველოში პროევროპული პროტესტი გრძელდება. 11 იანვარს უწყვეტი პროტესტის 45-ე დღეს მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ. მთავარ მოთხოვნებად ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება რჩება.
ამასთან, სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით მიდიან პარლამენტთან. ამ დროისთვის მიმდინარეობს მეგობრების მარში ფილარმონიიდან, ასევე მარში სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. 21:00 საათზე კი დაგეგმილია ჩცდ-ს მარში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან.
ამასთან, პროტესტი გრძელდება ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბათუმში.