მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროტესტის 48-ე დღე - რა აქციებია დღეს დაგეგმილი?

აქცია

პროევროპული აქცია უწყვეტად გრძელდება. დღეს, დედაქალაქსა და რეგიონებში მოქალაქეები უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

14 იანვრის პროტესტების განრიგი:

თბილისი:

15:00 საათი, თეატრები და მაყურებლები ვერთიანდებით მარშში ტირანიის წინააღმდეგ!

ახალი თეატრი

19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!

საზოგადოებრივ მაუწყებელთან

19:00-22:00 საათი, ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს!

ვეკუას 3ა

ქუთაისი:

19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს!

მერიის წინ

ბათუმი:

19:00 საათი, უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით - სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 48-ე დღე

საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი:

17:00 საათი, წინააღმდეგობის 48-ე დღე ზუგდიდში!

სამხარეო ადმინისტრაცია

თელავი:

18:00 საათი, საპროტესტო აქცია

მერია

შეგახსენებთ, მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 28 ნოემბერს, 18:00-საათიან ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. მას შემდეგ აქციები დედაქალაქში, რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ, ემიგრანტების ორგანიზებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები