მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტის 70-ე დღე : პროევროპული აქცია/მარშის განრიგი

აქცია

5 თებერვალს, უწყვეტი პროევროპული აქცია/მარშის განრიგი ცნობილია. მოქალაქეები პროტესტის 70-ე დღეს დედაქალაქსა და რეგიონებში აქციებს გამართავენ. ისინი სახელმწიფოს უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას სთხოვენ.

5 თებერვლის პროტესტების განრიგი:

თბილისი:

12:30 საათი, პროფკავშირები სოციალური სამართლიანობისთვის!

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

15:00 საათი, ვიაროთ ერთად - ლაშა ჩხვიმიანის მხარდასაჭერად!

რესპუბლიკის მოედანი

19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!

საზოგადოებრივ მაუწყებელთან

ქუთაისი:

19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს!

მერიის წინ

ბათუმი:

17:00 საათი, საპროტესტო მარში ავტომობილებით!

სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან

19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 70-ე დღე

საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი:

18:00 საათი, წინააღმდეგობის 70-ე დღე!

სამხარეო ადმინისტრაცია

თელავი:

18:00, საპროტესტო აქცია

მერია

გორი:

17:00 საათი, საპროტესტო აქცია

საკრებულოსთან

დმანისი:

16:00 საათი, ლაშა ჩხვიმიანის მხარდასაჭერად და ხელისუფლების უსამართლობისა და ძალადობის გასაპროტესტებლად!

მერიის წინ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები