5 თებერვალს, უწყვეტი პროევროპული პროტესტის 70-ე დღეს, პარლამენტთან აქცია განახლდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
შეკრებილი მოქალაქეები კვლავ ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა განთავისუფლებას ითხოვენ.
"პროპაგანდის წინააღმდეგ" პროტესტი გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
დედაქალაქის გარდა საპროტესტო აქციები იმართება ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, ზუგდიდში. დღეს, ლაშა ჩხვიმიანის მხარდასაჭერად, ხელისუფლების უსამართლობისა და ძალადობის გასაპროტესტებლად, აქცია გაიმართა დმანისშიც.

























