აქტიური პროტესტის მე-14 დღე და ოცნების მცდელობა შეინარჩუნოს ხელისუფლება ყველა მეთოდით. 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე 500-მდე პირი დააკავეს, დაკავებულები არიან სტუდენტები, მსახიობები, ექიმები და პროფესორ-მასწავლებლები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული და ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისგებაში მიცემული არ არის. საზოგადოების ნაწილი უკვე 2 კვირაა აპროტესტებს ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევას და დემოკრატიის უკუსვლას, რასაც „ქართული ოცნება“ ძალადობას უპირისპირებს. გაექცა თუ არა ხელიდან პროცესები ოცნებას, რას აჩვენებს მათი დამოკიდებულება საზოგადოების ნაწილში არსებული პროტესტის მიმართ და სად არის გამოსავალი?
სტუმარი: ლევან კობერიძე - BRANDING.GE-ს დამფუძნებელი & მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი;