მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროტესტის მე-60 დღე: პროევროპული აქციების განრიგი

აქცია

პროევროპული აქციები გრძელდება. 26 იანვარს, აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში. მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდეს უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

26 იანვრის პროტესტების განრიგი:

თბილისი:

14:00 საათი, მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!

დიდუბის მეტრო

18:00 საათი, მსვლელობა -3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ!

თსუ-ს პირველი კორპუსი

19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!

საზოგადოებრივ მაუწყებელთან

21:00 საათი, ️დავით ზედელაშვილის საჯარო ლექცია : ,,ავტორიტარული კონტროლის ანატომია”.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ.

ქუთაისი:

19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს!

მერიის წინ

20:00 საათი, საჯარო საუბრები გიორგი ქადაგიძესთან -"რატომ მარცხდებიან ქვეყნები"

მერიის წინ

ბათუმი:

19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 60-ე დღე

საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი:

18:00 საათი, წინააღმდეგობის 60-ე დღე ზუგდიდში!

სამხარეო ადმინისტრაცია

თელავი:

18:00 საათი, საპროტესტო აქცია

მერია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები