მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტის მე-8 დღე - რა ხდება „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე

BM.GE
20.02.23 11:19
218
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ორგანიზებული გაფიცვის მე-8 დღეს, გაფიცულები კომპანიის მხრიდან შრომითი უფლებების მათი შეფასებით მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებას ითხოვენ, რომელშიც მოიაზრება შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაცია; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება; მე-13 ხელფასი; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგი ანაზღაურება; კვების დანამატი; შრომით ხელშეკრულება მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთება, შენობის გათბობით უზრუნველყოფა და მენეჯმენტში ცვლილება. 

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ გაფიცულთა რაოდენობა იზრდება და მათ კომპანიის თანამშრომლების გარდა სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უერთდებიან. როგორია ვითარება ადგილზე პროტესტიდან 8 დღის შემდეგ? 

სტუმარი: გიორგი დიასამიძე - აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი;
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები