მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტის მეოთხე დღე - რა ხდება აფხაზეთში?

სოხუმი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მეოთხეა დღეა, პროტესტი გრძელდება. ე.წ. პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

გუშინ, გვიან ღამით, "აფხაზურ ტელევიზიასთან" ინციდენტი მოხდა. იყო სროლა. ე.წ. პროსამთავრობო წყაროებმა ოპოზიციონერები ტელევიზიის შენობის ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეების თქმით, შენობის დაცვის წევრებს შორის შიდა კონფლიქტი იყო, "ხელისუფლება" კი ცდილობს, ყველაფერი აქციის მონაწილეებს დააბრალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ე.წ. პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს, სადაც "რუსეთთან საინვესტიციო შეთახმების კანონი" უნდა გაიწვიონ. ამასთან, ე.წ. ოპოზიცია ასლან ბჟანიას გადადგომას ელოდება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მხარეები გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ. პროტესტანტების ინფორმაციით, ასლან ბჟანია გადადგომას დათანხმდა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა უნდა გახდეს. თავის მხრივ"ოპოზიციამ" მოითხოვა, ე.წ. მთავრობის ყველა წევრი გადადგეს, დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი მათი კანდიდატი გახდეს.

ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები კვლავ "ოპოზიციის" ხელშია. ასლან ბჟანია კი მესამე დღეა, მის მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები