მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტმა მოიცვა საჯარო სექტორი... ამან გამოიწვია კანონის უმკაცრესი ცვლილება - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში „ოცნების“ გადაწყვეტილებით გაჩენილმა პროტესტმა საჯარო სექტორიც მოიცვა, რამაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უმკაცრესი ცვლილებები გამოიწვია.

როგორც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის მიერ დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი უწოდა და იქვე აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ამით ვერ გატეხენ.

„მთავარი ხდება დღეს ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში, მთავარია რომ ყოველ დღე კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გამოდის, მეტი და მეტი პიროვნება, რომელიც თავის საკუთარ პროტესტს ამ გამოსვლებით აფიქსირებს, პეტიციებით, სიტყვით ან მარშით... ამან მოიცვა მთელი ქვეყანა, ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ქალაქში პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოიხატა. ყველა თაობა და ვხედავთ, რომ ჩვენი უფროსი მეგობრები არიან ზოგჯერ სათავეში ამ პროტესტის და გვაჩვენებენ გზას, ყველა პროფესია - დღეს ამის ძალიან საინტერესო მაგალითი იყო როგორ გამოდიან საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი და თავის კუთხით აფიქსირებს ამ პროტესტს. ამ პროტესტმა მოიცვა ჩვენი დიასპორა, ბევრ ქალაქში იყო გამოსვლები, მოიცვა საჯარო სექტორი, რაც ძალიან უჩვეულოა ჩვენი ქვეყნისთვის, აქამდე საჯარო სექტორი ძალიან ერიდებოდა. ამან გამოიწვია კანონის უმკაცრესი ცვლილება, რომელიც საჩქარო წესით მიიღეს, რომელიც პრაქტიკულად საჯარო სექტორზე პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტია და ასე აგრძელებენ, მაგრამ ვერ დააშინებთ და ვერ დააპატიმრებთ ყველას. არც მუქარა და არც ყველა ეს ზომები და ხერხები, რომლებიც სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიერაა გამოცდილი, ამ საზოგადოებაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ გაჭრის - საქართველო დგას და იდგება. სამოქალაქო საზოგადოება შეიკრა, ხმა ამოიღო, შეიკრა და შედგა. შედგა ეროვნული თანხმობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ქართველ ხალხს მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღუთქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები