მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PSG და წყალი "მთის" პარტნიორები გახდნენ

წყალი მთის
BM. GE
18.03.25 13:24
346

ფრანგული საფეხბურთო კლუბი PSG [Paris Saint-Germain] ვებგვერდზე წერს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქართული ბრენდის წყალი "მთის" რეგიონალური პარტნიორი იქნება.

ფრანგული საფეხბურთო კლუბი ასევე აცხადებს, რომ ორი საკულტო ბრენდის პარტნიორობა საერთო ხედვებს ეფუძნება. "მთის" ფლაგმანი ბრენდი და პრემიუმ ხარისხის მინერალური წყალია, რომლის მთავარი ფილოსოფიაა „იცხოვრე სრულყოფილად“, რაც ზუსტად გადმოსცემს ქართულ სულს და სიძლიერეს.

ყველაზე ძვირად ღირებული ფრანგული კლუბის შეფასებით, ქართულ ბრენდთან პარტნიორობა ახალი ნაბიჯია ქართველ გულშემატკივართან ურთიერთობების განვითარების გზაზე. თან მაშინ, როცა საქართველოში Paris Saint-Germain-ის მიმართებით მხარდაჭერა მზარდია.

„მოხარულები ვართ, მივესალმოთ ჩვენს რეგიონალურ პარტნიორს წყალიმთის”. ეს პარტნიორობა ნათელი მაგალითია ჩვენი საერთო ხედვის ვიყოთ ინოვაციური და სრულყოფილი, ჩვენს გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში შევთავაზოთ უნიკალური შესაძლებლობები და გამოვკვეთოთ სპორტში თანამონაწილეობის ახალი კონტურები“, - აცხადებს საფეხბურთო კლუბის გლობალური პარტნიორობის დირექტორი ნიკოლა იბეტსონი.

“აღფრთოვანებული ვართ “მთის“ და Paris Saint-Germain-ს შორის პარტნიორობის გაფორმებით. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის სასმელი, არამედ გამოკვეთს ჩვენს ხედვას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე, მხარი დავუჭიროთ სპორტს, ახალგაზრდების კულტურულ განვითარებასა და ინოვაციებს საერთაშორისო დონეზე,"- აცხადებს Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თემურ ჭყონია.

კლუბის განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ ორი შესანიშნავი ბრენდის პარტნიორობისგან ფანები ექსკლუზიურ გამოცდილებას და ინოვაციურ მარკეტინგულ კამპანიებს უნდა ელოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები