მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP: “2020 წელს ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო, ქვეყანა წამლის გარეშე არ დარჩენილიყო”

605f2b54954c5
ლიკა გურაბანიძე
27.03.21 18:20
996

"2020 წელს ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო, რომ ქვეყანა წამლის გარეშე არ დარჩენილიყო” - ამის შესახებ "Forbes კვირაში" PSP ფარმას კომერციულმა დირექტორმა დავით მდივანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიის უმთავრესი ამოცანა გასულ წელს მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან ერთად ლოგისტიკური ჯაჭვის სწორად და უწყვეტად აწყობა იყო.

“გართულებული წარმოების და მოწოდების პირობებში ჩვენ წამლის მარაგების ადეკვატური რაოდენობა უნდა გვქონოდა”, - აღნიშნა მდივანმა.

ცნობისთვის: ამჟამად ქვეყანაში 3 000-მდე აფთიაქი, მედიკამენტების 120 სადისტრიბუციო კომპანია და 70-მდე ადგილობრივი წარმოება ფუნქციონირებს. 2019 წლის ანგარიშგების თანახმად, “ჯიპისის" და "ფარმადეპოს” შემოსავალი 2019 წელს, 611.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 51.6 მილიონი ლარი იყო; “PSP”-ს - შემოსავალი 2019 წელს, 499.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 26.3 მილიონი ლარი იყო; ხოლო “ავერსის” შემოსავალი 2019 წელს, 335.5 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 3.1 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები