მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PSP აგრძელებს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას

64a3bf70a4dc3
BM.GE
04.07.23 10:42
619
კომპანია PSP აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას.

ამჯერად კომპანიამ 25 დასახელების მედიკამენტი, 44 766 კოლოფი, შემოიტანა. ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს.

„თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად, 2022 წლის თებერვლიდან PSP ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ კომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; ამ ეტაპზე ის 25 დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელზეც თურქეთიდან ექსპორტის ნებართვა აქვთ დისტრიბუტორებს. ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“, - აცხადებენ PSP-ში.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები