მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პსპ დაზღვევის ზარალი მოზიდულ პრემიას აღემატებოდა. დაზღვევის ზედამხედველობის საააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანიამ პრემიის სახით 15 მილიონი ლარი მიიზიდა, დამდგარი ზარალი კი 17 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ წელს წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით "პსპ დაზღვევამ" ნაკლები პრემია მიიზიდა. თუ შარშან კომპანიამ მეორე კვარტალში 27,81 მილიონი ლარი მიიზიდა, წელს ეს რიცხვი 27,28 მილიონი ლარია.
რაც შეეხება სხვა კომპანიებს, "ჯიპიაი ჰოლდინგმა" მეორე კვარტალში 26 მილიონი ლარი აანაზღაურა, მიზიდული პრემიის მოცულობა კი 48 მილიონ ლარს შეადგენს.
"ალდაგისთვის" დამდგარი ზარალი მეორე კვარტალში 18 მილიონი იყო, მიზიდული პრემია კი 39 მილიონ ლარს შეადგენდა.
"იმედი L-სთვის" დამდგარი ზარალი 22 მილიონი ლარი იყო, მიზიდული პრემია კი 22 მილიონი ლარი.
მეორე კვარტალში ზარალი მიზიდულ პრემიას მხოლოდ "პსპ დაზღვევის" შემთხვევაში აჭარბებს.

























