მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PSP ჯგუფი სომხეთში ბრუნვის გაორმაგებას და ბაზრის 2%-ის დაკავებას გეგმავს

58046733f02f0
სალომე მეცხვარიშვილი
17.10.16 09:50
2387
მომავალი წლისთვის PSP ჯგუფი სომხეთში ბრუნვის გაორმაგებას და ბაზრის 2%-ის დაკავებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, სომხეთში მედიკამენტების ბაზრის ბრუნვა მთლიანობაში 100 მილიონი დოლარია, აქედან 1 მილიონი კი უკვე უჭირავს PSP ჯგუფს.

მისი ინფორმაციით, სომხეთში მედიკამენტების დარეგისტრირება საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურასთან არის დაკავშირებული. ამჟამად, მეზობელ ქვეყანაში PSP ჯგუფს 20 მედიკამენტი აქვს დარეგისტრირებული და დამატებით 20 მედიკამენტის დარეგისტრირებაზე მუშაობს.

კომპანიის დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ ახალი მედიკამენტების დარეგისტრირების და სომხურ ბაზარზე გატანის შემდეგ ექსპორტი გაორმაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები