“სამწუხაროდ, კურსის ცვალებადობამ, შესაძლოა ფასების კორექტირება გამოიწვიოს", - ამის შესახებ “Forbes კვირას” “PSP ფარმას” კომერციულმა დირექტორმა დავით მდივანმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს სექტორისთვის უმთავრესი პრობლემა ეკონომიკური მოლოდინები იქნება, რომელიც ოპტიმისტური არ არის.
“ჩვენი ფარმაციის დაახლოებით 75% იმპორტირებულია. შესაბამისად, ლარის კურსზე დამოკიდებულები ვართ. ხოლო ეკონომიკური პრობლემები კურსზე მომენტალურად აისახება. მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, რომ ფასები შევინარჩუნოთ, ევროსა და დოლარის მკვეთრი ზრდა ამის საშუალებას ვერ მოგვცემს. ფასების შენარჩუნება გამოწვევად დარჩება და ლარის კურსის ცვლილებაზე დამოკიდებულები ვიქნებით” - განაცხადა მდივანმა.